ახალქალაქი -კარწახის ახლადმშენებარე მონაკვეთზე დაპროექტებულია და მიმდინარეობს 26.142კმ ევროპული სტანდარტის ლიანდაგის მშენებლობა, 1435 სიგანის ლიანდაგი დაიგება UIC 60 ტიპის რელსებით რ/ბ შპალზე. მიმდინარეობს 53 ხელოვნური ნაგებობის მშენებლობა, აქედან 5 ხიდია, მათ შორის ხიდი მდინარე კირბულახზე სქემით 6X23.6 შენდება წინასწარ დაძაბული რ/ბ მალის ნაშენით, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კეთდება პირველად.