ტექნიკური საკითხების შემსწავლელი კომისიის შეხვედრა
06/05/2017

4-5 მაისს ქ.ბორჯომში სასტუმრო „Crowne Plaza Borjomi”-ში გაიმართა ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის ფარგლებში თურქეთ-საქართველოს ტექნიკური საკითხების შემსწავლელი კომისიის შეხვედრა.

თურქეთის დელეგაცია საქართველოს 3 მაისს ეწვია. შეხვედრას საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისა“ და სს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლები, ხოლო თურქეთის მხრიდან თურქეთის რკინიგზისა და ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში, სხვა ზოგად საკითხებთან ერთად, განიხილეს საქართველოსა და თურქეთის მხარეების სასაზღვრო ელექტრომომარაგების, სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის პროექტები და ასევე ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის მოწყობის ადგილის შეთანხმება.