მამუკა ბახტაძე
18/10/2013

ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა საინტერესო ბიზნესშესაძლებლობებს აჩენს გადამამუშავებელი მრეწველობისთვის, - ამის შესახებსაქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ სასტუმროქორთიარდ მარიოტში" მედია ჰოლდინგჯორჯიან თაიმსის" ორგანიზებით გამართულ ინდუსტრიულ ფორუმზე განაცხადა.

ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა გრძელდება ინტენსიურ რეჟიმში. არის ერთი გარემოება - თურქული და ქართული სარკინგზო სისტემები განსხვავდებიან სარკინიგზო სტანდარტით და ახლქალაქში მოხდება .. ურიკების გამოცვლა, რომ სხვა სტანდარტზე გადავიდეს ვაგონი, მაგრამ ამასთან ერთად იგეგმება .. მშრალი პორტის გაკეთება. ეს არის ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მოხდება ნედლეულის ერთი ტიპის ვაგონიდან მეორე ტიპის ვაგონში გადატვირთვა. აქ ჩნდება საკმაოდ საინტერესო ბიზნესშესაძლებლობები გადამამუშავებელი მრეწველობისთვის. მაგალითად, შემოდის ნედლეული შუა აზიიდან, რომელიც მიემართება შემდეგ თურქეთში ან სხვა ევროპულ ქვეყანაში. უკვე შესაძლებელია, რომ ახალქალაქშივე მოხდეს ამ ნდელეულის გადამუშავება და შემდეგ, პროდუქცია გაიგზავნოს სხვა ქვეყანაში თურქეთის გავლით" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ და დასძინა, რომ ეს განსაკუთრებით საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ მალე საქართველოს ექნება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან.