რკინის აბრეშუმის გზა uaxloes momavalSi ამოქმედდება და ეს იქნბა ისტორიული მოვლენა მსოფლიო ეკონომიკისათვის, რომელსაც სულ მალე იგრძნობს ჩვეულებრივი ადამიანი თუ ბიზნესმენი, ვისაც მიეცემა საშუალება ბევრად სწრაფად და იაფად მიაწოდოს პროდუქცია მომხმარებელს, გააფორმოს ხელსაყრელი კონტრაქტები და აითვისოს ახალი ბაზრები. მაგისტრალის ამოქმედებისთანავე ჩინეთი, ყაზახეთი, ინდოეთი, მთელი ცენტრალური აზია, ისევე, როგორც სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები ევროპისათვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება და პირიქით, ევროპის ქვეყნები აზიისთვის.

რკინის აბრეშუმის გზა გლობალური მნიშვნელობის ას საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა.