უახლოეს მომავალში ახალქალაქს ევროპული სტანდარტის, თანამედროვე არქიტექტურის, ულამაზესი ვაგზლის შენობა ექნება, რომელიც დაპროექტებულია მსოფლიოში ცნობილი გერმანელი არქიტექტორის იურგენ მეიერის მიერ.
ეს სადგური უზრუნველყოფს როგორც სატვირთო, ასევე სამგზავრო გადაზიდვებს.
ბაქო-თბილისი-სტამბულის სარკინიგზო მიმართულებით ივლის უახლესი, თანამედროვე ტიპის მატარებლები.
ეს მატარებელი გარდა იმისა, რომ სწრაფმავალია, ასევე კომფორტულია მგზავრობისთვის.