ქართული მონაკვეთის ინსპექტირება
27/09/2017

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის ქართული მონაკვეთის ინსპექტირების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ, აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარემ ჯავიდ გურბანოვმა და თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრმა აჰმეთ არსლანმა შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზის" დირექტორის ლევან კანკავას თანხლებით მატარებლით იმგზავრეს მარაბდიდან კარწახამდე.