სატრანსპორტო ტექნოლოგიების გამოფენა "Innotrans 2016"
24/09/2016

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში 20-23 სექტემბერს გაიმართა ინოვაციური სატრანსპორტო ტექნოლოგიების გრანდიოზული გამოფენა სახელწოდებით Innotrans 2016, სადაც ჩატარდა პრეზენტაციები შემდეგ კატეგორიებში:

• რკინიგზის ტექნოლოგიები 
• რკინიგზის ინფრასტრუქტურა
• საზოგადოებრივი ტრანსპორტი 
• ინტერიერი 
• გვირაბების მშენებლობა

გამოფენაზე წინასწარ დაიგო 3500 მ. სიგრძის ლიანდაგი, რათა მონაწილე კომპანიებს საშუალება ჰქონოდათ წარმოედგინათ თავიანთი ინოვაციური ტექნოლოგიები. 
შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ ხელმძღვანელობა ესწრებოდა აღნიშნულ გამოფენას, სადაც ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაში ჩართულ მხარეებთან გამართეს მოლაპარაკებები. კერძოდ:

• ჩატარდა მოლაპარაკებები Siemens-თან. 
• ჩატარდა მოლაპარაკებები Stadler-თან, კომპანიასთან, რომლის წარმოებული ორსართულიანი მატარებლებიც უკვე მიღებულია ექსპლუატაციაში თბილისი-ბათუმის მარშრუტზე. ამ კომპანიამ გამოფენაზე გამოიტანა ვაგონები, რომლებიც სამომავლოდ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზზე მგზავრთა გადაყვანას უზრუნველყოფს. ასევე აღნიშნული კომპანია უზრუნველყოფს ევროპული სტანდარტის ლიანდაგებზე გოგორწყვილების ავტომატური შეცვლის სისტემის მოწოდებას.

გამოფენაზე Innotrans 2016 „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ მენეჯმენტმა წამყვან საერთაშორისო კომპანიებს მიაწოდა ინფორმაცია ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის პოტენციალის, სამომავლო პერსპექტივებისა და საექსპლუატაციო ვადების შესახებ.