9-11 მარტს ქ.ვაშინგტონში გაიმართა Global Infrastructure Leadership Forum-ის მორიგი შეხვედრა, სადაც ერთ-ერთი განსახილველი თემა იყო ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტი. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილი და შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზის" ხელმძღვანელი პირები. სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმული იყო პროექტის მნიშვნელობა როგორც რეგიონის, ისე გლობალური ეკონომიკის განვითარებაში, მაგისტრალის სამომავლო პერსპექტივები და მშენებლობის ტექნიკური დეტალები.
ფორუმზე ასევე განიხილეს ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტის პროექტი, რომელმაც წლის საუკეთესო სტრატეგიული პროექტის წოდება მიიღო.
აღსანიშნავია, რომ მარაბდა-კარწახის რკინიგზა ნომინირებული იყო წლის საუკეთესო საინჟინრო პროექტებს შორის.