თეთრიწყარო - წალკის მონაკვეთზე რეაბილიტაცია უტარდება 49.7 კმ სიგრძის ლიანდაგს, მათ შორის უპირაპირო წნულებით მოეწყობა 37.6 კმ ლიანდაგი, ახალი რ-65 ტიპის რელსებითა და რკ/ბ შპლებით.

ამ უბანზე მოეწყობა ასაქცევი ჭივჭავი, რომლის სიგრძეა 3.7 კმ ლიანდაგი. ახალი რ-65 ტიპის რელსებითა და ხის შპლებით. მოეწყობა რგოლური ლიანდაგი 12.1კმ.

თეთრიწყარო - წალკის უბანზე არსებული 114 ხელოვნური ნაგებობიდან რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია უტარდება 103 ხელოვნურ ნაგებობას. აშენდება ახალი: 3 გზაგამტარი, 4 რ/ბ მილი, 1 ბეტონის გადამღობი კედელი, 1 ხიდი, 1 მეწყერსაწინააღმდეგო ნაგებობა. 

3 გზაგამტარის მშენებლობა იწარმოებს  უახლესი ტექნოლოგიებით. გზაგამტარები აიგება გალვანიზირებული გოფრირებული მეტალოკონსტრუქციებით.