ათასობით წლის წინ, „დიდი აბრეშუმის გზა“ აკავშირებდა ერთმანეთთან ევრაზიის სხვადასხვა ნაწილში მდებარე უდიდეს ცივილიზაციებს.
იმ უძველეს ეპოქაშიც, კომუნიკაცია არა მხოლოდ პრუდუქციის, არამედ ტექნოლოგიების, იდეების, აღმოჩენების გაცვლის, იდეალთა და ღირებულებათა გავრცელების საშუალება იყო.
1998 წელს, სენატორ ბრაუნბეკის ინიციატივით, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მიიღო რეზოლუცია „ახალი აბრეშუმის გზის“ მხარდაჭერის შესახებ.
ისევე როგორც უძველეს ეპოქაში, ამ პროექტის მიზანია აზიის სწრაფად მზარდ ბაზრებთან დამაკავშირებელი უმოკლესი და უსწრაფესი ალტერნატიული გზების ძიება, კომუნიკაციათა დივერსიფიცირება, ტექნოლოგიების გავრცელება და ენერგომატარებელთა სტაბილური მიწოდება.
„ახალი აბრეშუმის გზის“ ფარგლებში უკვე მოქმედებენ ტრასეკას, აგრეთვე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის „დიდი ნავთობსადენისა“ და ბაქო-თბილისი-ერზრუმის „დიდი გაზსადენის“ მაგისტრალები, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეცვალეს ეკონომიკური რეალობა კასპია - შავი-ზღვის რეგიონში, შექმნეს განვითარების ახალი პირობები და გააძლიერეს არა მხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნების, არამედ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება.